ორთოპედია სტომატოლოგიაში არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც ეხება დაკარგული ან დაზიანებული კბილების აღდგენას ხელოვნური კბილებით-პროთეზებით, გვირგვინებით, ხიდებით ან იმპლანტებით.

მისი მთავარი მიზანია აღადგინოს ღეჭვა, სასაუბრო და ესთეტიური ფუნქციები, ასევე უზრუნველყოს კბილების სწორი თანკბილვა და პირის ღრუს ჯანმრთელობა.

ორთოპედია გამოიყენება, როგორც კბილის ერთეულის აღდგენისათვის, ასევე მრავალკბილოვანი დანაკარგის დროს, უზრუნველყოფს გრძელვადიან შედეგს და აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

ხშირად დასმული კითხვები

ორთოპედთან უნდა მიმართოთ, თუ გაკლიათ ერთი ან რამდენიმე კბილი, გაქვთ დაზიანებული გვირგვინი, ან გიჭირთ ღეჭვა და ლაპარაკი კბილების არასწორი მდებარეობის გამო. სპეციალისტი დაგეხმარებათ კბილების ფორმისა და ფუნქციის აღდგენაში.

არსებობს ფიქსირებული (მაგალითად გვირგვინები, ხიდები, იმპლანტზე დაფიქსირებული პროთეზები) და მოსახსნელი კონსტრუქციები (პლასტმასის ან მეტალის პროთეზები). არჩევანი დამოკიდებულია მდგომარეობასა და პაციენტის სურვილზე.

მიუხედავად იმისა, რომ პროთეზები ხელოვნურია, მათ იგივე მოვლა სჭირდებათ, რაც ბუნებრივ კბილებს — ყოველდღიური წმენდა, სავლები და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი. მოსახსნელი პროთეზი უმჯობესია ყოველ ღამით მოიხსნათ და წყალში შეინახოთ.

ორთოპედია