იმპლანტაცია სტომატოლოგიაში არის პროცედურა, რომლის დროსაც დაკარგული კბილის ნაცვლად ყბის ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი-დენტალური იმპლანტი.
იმპლანტი უმეტესად ტიტანისგან მზადდება და ფუნქციურად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფესვს. მასზე შემდგომ ეწყობა გვირგვინი, რომელიც ვიზუალურადაც და ფუნქციურადაც ბუნებრივ კბილს ჰგავს.
მთავარი მიზანია დაკარგული კბილების აღდგენა, საღეჭი ფუნქციისა და ესთეტიკის შენარჩუნება, ასევე ყბის ძვლის ატროფიის თავიდან აცილება. იმპლანტაცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და გრძელვადიან გადაწყვეტად კბილის დაკარგვის შემთხვევაში.
